HTML (HyperText Markup Language - ჰიპერტექსტური მარკაპის ენა) არის მარკაპის ენა, რომელიც მუითებებს ბრაუზერს, თუ როგორი სტრუქტურა მისცეს ვებგვერდს. HTML-ში გამოიყენება ელემენტები, რომ ტექსტური კონტენტი შევკრათ ან მოვნიშნოთ (mark up), რათა ამ კონტენტს გარკვეული გარეგნობა, ქცევა ან დანიშნულება შეეძინოს.
HTML შედგება ელემენტებისგან, რომლებიც გამოიყენება კონტენტის სხვადასხვა ნაწილის შესაფუთად, რათა მას მიენიჭოს განსხვავებული გარეგნობა ან დანიშნულება.
HTML ელემენტის ანატომია
ყურადღებით დავაკვირდეთ პარაგრაფის ელემენტს. უბრალო ტექსტისგან ის იმით განსხვავდება, რომ რაღაც უწერია დასაწყისსა და დასასრულში. ამათ ეწოდებათ თეგები, რადგან მათი დანიშნულება ელემენტების მონიშვნა.
ელემენტი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
- გამხსნელი თეგი: ეს არის ელემენტის დასახელება (ამ შემთხვევაში p), რომელიც შეფუთულია მეტობა-ნაკლებობის ნიშნებს <> შორის. ეს თეგი განსაზღვრავს საიდან იწყება ელემენტი.
- დამხურველი თეგი: ეს ჰგავს გამხსნელ თეგს, თუმცა შეიცავს დახრილ ხაზს ელემენტის სახელამდე (</p>). იგი განსაზღვრავს, სად მთავრდება ელემენტი. ხშირად დამწყებ დეველოპერებს ამ ელემენტის დაწერა ავიწყდებათ ხოლმე!
- კონტენტი: კონტენტი არის ის შიგთავსი, რომელიც გამხსნელ და დამხურველ თეგებს შორის არის მოქცეული. ჩვენ მაგალითში ეს არის ტექსტი: მე მინდა ვისწავლო მეტი!.